System is running in testing environment and the data may not be real

ქარ eng
ავტორიზაცია

eAIMS (e-Aid Information Management System) არის საგარეო დახმარების შესახებ ინფორმაციის შეგროვების, ანალიზისა და ანგარიშგების ინსტრუმენტი, რომლის მიზანია საქართველოსთვის განკუთვნილი საგარეო დახმარების ნაკადების გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და ეფექტურობის გაუმჯობესება.

eAIMS ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის. ის შესაძლებლობას აძლევს მომხმარებელს მოიპოვოს ინფორმაცია ყველა დონორის, დაფინანსების ტიპის, პროექტის და თემატური მიმართულების შესახებ.

eAIMS ითვალისწინებს OECD-ის (Organization for Economic Co-operation and Development) ეფექტური დახმარების პრინციპებს, რომელიც მიზნად ისახავს საგარეო დახმარების ეფექტურობის ზრდას პარიზის დეკლარაციით აღებული ვალდებულებების შესაბამისად.

eAIMS მონაცემთა ბაზა შეიქმნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ერთობლივი მუშაობის შედეგად.